saqarTvelos uReltexilebi - Zedos uReltexili
ტერიტორიული ერთეული | მესტიის და ლენტეხის მუნიციპალიტეტები |
სიმაღლე | 3122 მ |
უღელტეხილი საქართველოში, მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში. მდებარეობს სვანეთის ქედის ცენტრალურ ნაწილში. სიმაღლე 3122 მ. აგებულია პალეოზოური კვარციანი ქვიშაქვებითა და ტუფებით. თოვლ-ყინულიანია. კალთები 2100-2200 მ-მდე მუქწიწვიანი ტყითაა შემოსილი, მის ზევით სუბალპური და ალპური მდელოებია. აკავშირებს მდინარეების ლაყურისა (ცხენისწყლის აუზი) და წილდრის (ენგურის აუზი) ხეობებს.